მუხაესტატეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
07-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდამ ცდილობენ, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი დღეები დასამახსოვრებელი გახადონ და წარმატებითაც ართმევენ თავს.

გამონაკლისი არ იყო პირველკლასლების სკოლიდან „გაცილება“, რომელიც კლასის დამრიგებელი მირანდა კობალაძემ მოუწყო ბავშვებს.

პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს, რომელიც შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენით გამოირჩეოდა. პატარებმა წარმოადგინეს კარგად დადგმული სპექტაკლები, შეასრულეს სიმღერები ნანა მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ასევე, ბავშვებმა ქართული ანბანიც წარმოადგინეს და ნასწავლი მასალა გაიმეორეს.

პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის, ყველა მოსწავლეს გადაეცა დიპლომები, რამაც ისინი ძალიან გაახარა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203