
ლამაზი და დასამახსოვრებელი „გაცილება“ მოუწყეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს.
1-ა და 1-ბ კლასების დამრიგებლებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა, მშობელთა აქტიური ჩართულობით, პატარებმა შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენით, განვლილი მასალა წარმოადგინეს.
1-ა კლასის საანბანო ღონისძიება სააქტო დარბაზში, კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა. მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ დედა ენის გმირები: „ზარმაცი გიგო“, „ მელია და მწყერჩიტა“ და „ცრუ“. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
1 -ბ კლასის მოსწავლეებმა საანბანო ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართეს. მოსწავლეები გამოწყობილი იყვნენ ყვავილების ფერად კოსტიუმებში. გააცოცხლეს საბავშვო მწერლების ლექსები და გამოცანები. ბავშვებმა ასევე შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ია ძამუკაშვილმა მოსწავლეებს მიულოცა „ანბანეთში“ წარმატებული მოგზაურობის დასასრული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: