ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ორიგინალური პროექტი განახორციელა
07-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ქვედა საზანოს N1საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, ლალი ხვედელიძის ხელმძღვანელობითა და მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, შედგა საგაკვეთილო პროექტის - „სათბურის ეფექტის“ პრეზენტაცია. პროექტი შეადგენდა სასკოლო პროექტის - „დაიცავი შენი წილი დედამიწა“- შემადგენელ ნაწილს. მოსწავლეებმა ისაუბრეს „სათბურის ეფექტზე“, მის გამომწვევ მიზეზებსა და თავიდან აცილების გზებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203