არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეს წერილის წერის კონკურსში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
07-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლას უამრავი წარმატებული მოსწავლე ჰყავს და ნამდვილად შეუძლია ამ მიღწევით იამაყოს.

დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის მე-9 კლასის მოსწავლე ანანო რაქვიაშვილი, რომელმაც წერილის წერის კონკურსში წარმატება მოიპოვა. ანანო ოცდათხუთმეტ საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდა და სიგელით დაჯილდოვდა.

არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მას მიღწეულ შედეგს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

სკოლის ინფორმაციით, ანანო რაქვიაშვილი მონაწილეობდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მიწერე წერილი შენი ოჯახის წევრს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების შესახებ“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203