
თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის დღეს ტრადიციულად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ.
1 ივნისს, სკოლის მე-3ვ კლასის მასწავლებელი ფიქრია კუჭუაშვილი მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ტრადიციულად ესტუმრა ძეგვის თავშესაფარს და აღსაზრდელებს საჩუქრების სახით გადასცა ტკბილეული, საკვები პროდუქტები, ტანისამოსი და ჰიგიენური საშუალებები.
„დღის განმავლობაში ბავშვებმა საოცარი სითბო და სიყვარული გაუზიარეს ერთმანეთს. დღის დასასრულს კეთილი სურვილები უსურვეს და მომავალი შეხვედრის ჩანაფიქრიც გაანდეს ერთმანეთს. მე-3ვ კლასის დამრიგებელი ფიქრია კუჭუაშვილი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ქველმოქმედებაში თანამონაწილეობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები