ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ საესტრადო სიმღერის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
07-06-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წახალისებაზე.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებსა და კონკურსებში. etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მოსწავლემ, გიორგი გვიანიძემ მონაწილეობა მიიღო საესტრადო სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებელთა სატელევიზიო ფესტივალში - კონკურსი 2021. მოსწავლემ კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს გიორგი გვიანიძეს წარმატებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსუსრვებს სამომავლოდ.