თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობის სიგელები გადასცა
07-06-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, Iბ კლასის დამრიგებელმა ლალი მენთეშაშვილმა თავის მოსწავლეებს და მშობლებს სიმბოლურად, მადლობის სიგელები გადასცა. პედაგოგი, პანდემიის პირობებში მთელი წლის განმავლობაში მხარში დგომისა და დახმარებისთვის უხდის მადლობას მშობლებს, ხოლო მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია