თბილისის N172 სკოლის მოსწავლეებმა - გიორგი ჯუკაშვილმა და საბა ადამაშვილმა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვეს
07-06-2021

თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გიორგი ჯუკაშვილმა და საბა ადამაშვილმა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვეს.
       
საერთაშორისო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მიერ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა თემაზე: „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით“, რომელშიც 597 მოსწავლე მონაწილეობდა, 35 ფინალისტს შორის დასახელდნენ ნესტან კუბლაშვილის მოსწავლეები: გიორგი ჯუკაშვილი და საბა ადამაშვილი.

„გილოცავთ, ბავშვებო! ეს კონკურსი გახდეს თქვენი მრავალი წარმატების დასაწყისი“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203