თბილისის N178 სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და სახალისო აქტივობებში ჩართეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ვიდეო
ბმულზე