„მჯერა, ჩემს გოგო-ბიჭებს არასოდეს დაავიწყდებათ მშობლიური ენის დღე!“ - ქუთაისის N7 სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს
07-06-2021

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წელი მიილია. I კლასის დამრიგებელმა ქეთო კოსტავა სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ მოკრძალებულ ღონისძიებაზე გვიამბობს:

„უჩვეულო პირველკლასელობა ერგოთ ჩემს თვალხატულა გოგო-ბიჭებს. არა ზარ-ზეიმი, არა გაშლილი ხელი და გულში ჩახუტება! მოკრძალებული ღონისძიებები ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს დაემსგავსა.

უჩვეულო ჩვეულებად ვაქციეთ და 14 აპრილს გავმართეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება „ჩემი ქართული ანბანი, აბჯარია და ნაბადი“.  არაერთი სიტყვა და ლექსი მიუძღვნეს პირველკლასელებმა „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“,  ეტყობოდათ,  რომ შეიგრძნეს დედაენის სურნელი და მომხიბვლელობა.

ბავშვებს ფონად თავიანთი ნამუშევრები ედოთ.  ვუყურებდი მათ მიერ მოკირწლულ ასოებს და ვფიქრობდი, რომ მშობლიურ ენაზე საძირკველჩაყრილი ცოდნა უსაზღვროა და უკიდეგანო.

მჯერა, ჩემს გოგო-ბიჭებს არასოდეს დაავიწყდებათ  მშობლიური ენის დღე!  ყოველდღე გაიმდიდრებენ ცოდნას, რომელსაც ხალხის, ქვეყნის, მამულის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ!“- აღნიშნავს I  კლასის დამრიგებელი ქეთო კოსტავა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203