მულახის საჯარო სკოლა ხანძრით დაზარალებული ტყის საფარის აღდგენაში წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდა
07-06-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივითა და დირექტორის - ნელი გუჯეჯიანის მხარდაჭერით, 400 კგ-ზე მეტი მაკულატურა შეგროვდა, რომელიც მოსწავლეებმა კეთილი საქმისთვის გამოიყენეს. სკოლამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „მაკულატურა ხეების სიცოცხლისთვის“ და ხანძრით დაზარალებული ტყის საფარის აღდგენაში წვლილი შეიტანა, რის გამოც სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„5 ივნისს, გარემოს საერთაშორისო დღეს, კლუბმა „თეთნულდი“ ზემო სვანეთისთვის დაუვიწყარი აქტივობა გამართა.

სკოლებსა და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, თავიანთი წვლილი შეეტანათ ლატალის დამწვარი ტყის აღდგენაში.

მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მარიამ დევდარიანისა და ლელა ჯაჭვლიანის ინიციატივით, ასევე სკოლის დირექტორის - ნელი გუჯეჯიანის მხარდაჭერით, შევძელით 400 კილოზე მეტი მაკულატურის შეგროვება და კეთილი საქმისთვის გამოყენება.

მადლობა ამ დღის ორგანიზებისთვის „ახალგაზრდულ მუშაკებს“. მაღალი საზოგადოებრივი აზროვნება სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203