ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის ღია ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 9 მედალი მოიპოვეს
07-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ოთხი თვის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის - ჯუმბერ ვარდმანიძის, გამგებლის გურამ წუწუნავას და სკოლის დირექტორის ზურაბ კეკელიძის ხელშეწყობით ჭიდაობის სექცია გაიხსნა, რომლსაც სათავეში ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონი - მამუკა ხიმშიაშვილი ჩაუდგა.

„შედეგმა არ დააყოვნა და აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სახეობაში, სადაც განთიადელმა ბავშვებმა მედლები მოიპოვეს. ეს ერთი და სხვა მრავალი... მათ შორის ყველაზე უმცროსმა, ამავე სკოლის II კლასის მოსწავლემ გეგა კომახიძემ ოქროს მედლით გაგვახარა. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ. 9 მედალი, 2 - ოქროს, 2 - ვერცხლის, 5 - ბრინჯაოს.“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203