„სკოლამ საოცარ პირველ კლასს დაულოცა გზა“- დისველის საჯარო სკოლის პირველკლასელები არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს
04-06-2021

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით და სითბოთი გააცილეს. 

„დისველის
საჯარო სკოლამ, უამრავ ლამაზ და სასიამოვნო მიღწევასთან ერთად, საოცარ, პირველ კლასს დაულოცა გზა დიდი და ნათელი მომავლისკენ. მიმაჩნია, რომ პედაგოგიური ძალისხმევა, მარტო გარდამავალი სპეციფიკით არ უნდა ფოკუსირებდეს. პროფესიული სიყვარული და ხიბლი ყოველივე იმ წამს უნდა დასთამაშებდეს, რომელიც უანგაროდ განაპირობებს პირველკლასელთა გონებრივ განვითარებას და აღზრდას.

უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, რაც გაუთვალისწინებელი გარემოების გამო, თქვენ საგანმანათლებლო პროცესს ლანდივით გასდევდა, პატრიოტული ძალისხმევით, შეძლეს პედაგოგებმა და შეგაყვარეს ქართლი ენა, მამული, სარწმუნოება, ღირსება, თანადგომა, სიყვარული და ის დიდი ჰარმონია, რაც ერთმანეთის მიმართ გამოკვეთეთ და გამოამჟღავნეთ.

ეთერი მასწავლებელი - თქვენი დიდი მეგზური მომავლის აღსაქმელად, როგორც ამ წელს, ასევე მთელი თქვენი შეგნებული სიცოცხლე, გაგინაწილებთ იმ სითბოს და სიყვარულს, რაც გონებას გაგინათებთ, გაგიმდიდრებთ სულიერ კომფორტს და ამით გასაზრდოებთ, როგორც ნიადაგზე ამოკვირტულ მცენარეს. 

გილოცავთ... მიყვარხართ... მეამაყებით!

დიდი მადლობა მშობლებს ასეთი საოცარი ბავშვების აღზრდისთვის. დამრიგებელს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის ასლან შაინიძის სახელობის, სოფელი დისველის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ჯანსულ შაინიძეს, იმ დიდი ერთსულოვნებისთვის, რაც დღენიადაგ სუფევს ამავე სკოლის საგანმათლებლო სივრცეში“, - აღნიშნავს ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203