
ბათუმის N8 საჯარო სკოლის დებატების კლუბმა რეგიონალურ ტურნირზე წარმატება მოიპოვა და ძალიან მალე ნაციონალურ ტურნირში იასპარეზებს. დებატების კლუბის ხელმძღვანელი დიანა კაპანაძე მადლობას უხდის პროექტის ავტორებს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე ზრუნვისთვის.
„ვულოცავთ გუნდის წევრებს ანა მალაყმაძეს, ანა ბერიძესა და ლიზა ხინიკაძეს ამ წარმატებას. ვუსურვებთ ღირსეულ ოპონირებას.
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბი, პროექტის ფარგლებში #DebatesforBetterEducation, ერთი სასწავლო წელია რაც აქტიურად მუშაობს. კლუბის მუშაობამ ნათლად დაგვანახა, რომ არაფორმალური განათლება განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
მადლობას ვუხდით პროექტის ავტორებს, პარტნიორებს, Georgian Institute for Debate and Education • GIDE ასეთი შესაძლებლობისათვის! მადლობა, რომ ზრუნავთ მოსწავლეების ხარისხიან განათლებაზე“, - აღნიშნავს დებატების კლუბის ხელმძღვანელი - დიანა კაპანაძე.