ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გვამრიანმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლე ანი გვამრიანმა მაისის შემაჯამებელ ტესტის წარმატებით გავლისთვის ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
სკოლის დირექცია ულოცავს ანის მიღწეულ წარმატებას.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.