
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში, ხარაგაულის მაღაზიებში ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემადგენლობა ხელსაწყო „ნიტრატომერით“ შეამოწმეს. ნიტრატების მაღალი შემცველობა არც ერთ პროდუქტში არ აღმოჩნდა.
„ბავშვებმა შეამოწმეს: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ყაბაყი, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ფორთოხალი და ვაშლი. არც ერთ დასახელებულ პროდუქტში არ აღმოჩნდა ნიტრატების მაღალი შემცველობა. ყველა პროდუქტი ნორმის ფარგლებშია“, - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები