ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები არდადეგებზე საზეიმოდ გააცილეს
04-06-2021
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები არდადეგებზე საზეიმოდ გააცილეს.
2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს პირველი კლასის მოსწავლეებმა. სწავლის ბოლო დღეს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში თავად მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“.
სკოლა წარმატებებს უსურვებს ბავშვებს და მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდობება.