ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბუშტებითა და საზეიმო განწყობით აღინიშნა
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მე-7ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელის დიანა კაპანაძის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„VIIა კლასი ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! აღნიშნული კლასის მოსწავლეებმა სკოლის ცენტრალურ შესასვლელში ასფალტი მოხატეს. ბუშტებითა და საზეიმო განწყობით შეხვდნენ მოსწავლეებს და მიულოცეს დღევანდელი დღე.
აქტივობის მიზანია ვიზრუნოთ ბავშვების დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს“, - აღნიშნულია პედაგოგის დიანა კაპანაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.