ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალ სპორტულ მოედანზე აღნიშნეს
04-06-2021

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალ სპორტულ მოედანზე აღნიშნეს. 

მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ-გასართობ აქტივობებში ჩაერთვნენ. 

„ბავშვთა დაცვის დღე ერკეთის საჯარო სკოლამ ახალი სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე აღნიშნა. ახალ გარემოში ბავშვები თავს ლაღად და ბედნიერად გრძნობენ. ყველა ბავშვს ვულოცავთ 1 ივნისს!“-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203