ეშტიის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ნივთები შექმნეს
07-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „დედამიწა ჩემი სახლია“ წევრები ორგანიზაციის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - გარემოსდაცვით კონკურსში - „შექმენი ეკოგმირი“ მონაწილეობდნენ.

კონკურსის მიზანია, გარემოსდაცვით საკითხებზე მეტი ყურადღების დათმობა.

აქტივობის სათაურია „ქაღალდი და პლასტმასი არ არის ნაგავი“. კლუბის წევრებმა შექმნეს სიმბოლური სანაგვე - შემდეგი სახელწოდებით - Paper and plastic isn’t rubbish და პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადეს საყვავილეები.

„სანაგვისა და საყვავილეების შექმნისთვის შევაგროვეთ პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენები. კონკურსის მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ყოველდღიური ქმედებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ ნარჩენების ეფექტურად მართვის სქემაში. შესაძლოა ნარჩენების ხელახლა გამოყენება, რაც გვეხმარება ნარჩენებიდან მიღებული ზიანის თავიდან აცილებაში. პლასტმასი დღეს ყველაზე ფართოდ გამოიყენება. იგი ძალზე სახიფათოა გარემოსთვის, რადგან დიდხანს არ იშლება და ნაგავსაყრელზეც იკავებს დიდ ადგილს. არ ხდება მისი სრული გადამუშავება, სხვა პროდუქტთან შეხებისას კი გამოყოფს მავნე აირებს. ჩვენი ვალია ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203