დილისკის N1 საჯარო სკოლაში ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
04-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

„მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში საინტერესო პრეზენტაციები​ შექმნეს, ასევე მოამზადეს ტექსტები, ააწყვეს „სლაიდ შოუ“, წარმოთქვეს ლექსები და ვიქტორინაში - „რა ვიცი ჩემს ქვეყანაზე“ მონაწილეობდნენ. არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ღონისძიება წარიმართა Microsoft Teams-ში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ​კონსულტანტ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203