ნიჯგორის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს დროშა აღმართეს
04-06-2021

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის, ნიჯგორის საჯარო სკოლაშიც აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს დროშა აღმართეს.



იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203