ბარდნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
04-06-2021

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და დასამახსოვრებლად აღინიშნა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, განსაკუთრებული სიხარული „მხიარულმა სტარტებმა“ გამოიწვია, რომელიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლმა ალუდა ხაბულიანმა გონივრულად დაგეგმა და მრავალფეროვანი აქტივობებით განახორციელა.

„მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა კარგი მომზადება გამოავლინეს, ჟიურის მოწონებაც დაიმსახურეს და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს პედაგოგ ალუდა ხაბულიანს.

ყველას გილოცავთ ნ ი ნ ო ო ბ ა ს ა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ვაჩუქოთ ბავშვებს, რაც შეიძლება, მეტი სითბო და სიყვარული, გავულამაზოთ თითოეული დღე!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203