„თქვენ ჩვენი სამყარო ხართ!“- თბილისის N178 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
04-06-2021

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და მათ ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს. 

„ყოველი დღე თქვენია, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებულად ავღნიშნავთ! ხალისი, ბედნიერება, ლაღი, ფერადი და რაც მთავარია ჯანმრთელი ბავშვობა და სამყარო გქონოდეთ! თქვენ ჩვენი სამყარო ხართ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203