არწივანისა და განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ანსამბლი ფესტივალში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
04-06-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანისა და სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეების ანსამბლ „ჯინსს“ ფესტივალში „მე მიყვარს თბილისი“ მონაწილეობისათვის და წარმატების მიღწევისათვის დიპლომები და ოქროს მედლები გადაეცათ.

დიპლომები და ოქროს მედლები ფესტივალის მონაწილეებს წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ გადასცა.

ორივე სკოლის დირექცია წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ანსამბლის სახელით მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203