„გამოცდილებამ დამანახა, რომ სასწავლო წლის დაწყების თარიღი ზომიერად არის შერჩეული“- ბოლნისის N3 სკოლის დირექტორი მზია დანელია
04-06-2021

რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში, რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიაჩნია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge - სთან ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მზია დანელიამ ისაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?


- 2020/2021 სასწავლო წელი დავძლიეთ ალბათ საშუალო დონეზე, ვინაიდან სკოლას სასწავლო წლის მანძილზე სასწავლო პროცესი სამჯერ ონლაინ რეჟიმში გადაიტანა სკოლაში დაფიქსირებული covid-19-ის გამო. ზოგიერთი მოსწავლე ნამდვილად ვერ იყო სათანადოდ აღჭურვილი აპარატურითა და ინტერნეტით, მაგრამ მასწავლებელთა დახმარებით სასწავლო პროცესის დასრულებას მაინც შეუწყვეთ ხელი.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- მშობლები ონლაინ რეჟიმში მეცადინეობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

-
საჭიროდ მიგვაჩნია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება თვითოეული მასწავლებლისათვის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ახალგაზრდების არჩევანი სხვადასხვა პროფესიისადმი შეიცვალა და მათ განსაკუთრებული აქცენტი გადაიტანეს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მართვის სპეციალობებზე.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- სკოლაში მრავალი წლის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ დამანახა, რომ სასწავლო წლის დაწყების თარიღი ზომიერად არის შერჩეული მოსწავლეთა ასაკობრივ მიმართებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203