მეორე ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ხათუნა ხოშტარიამ და მარიკა აბულაძემ ინტეგრირებულ გაკვეთილზე ხელოვნება და სპორტი საინტერესოდ დაუკავშირეს
04-06-2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში სწავლის ხარისხი რომ მაღალია, არახალია, თუმცა სკოლის პედაგოგებს სასწავლო მასალის მოსწავლეებისთვის ორიგინალური ხერხებით მიწოდებაც გამოარჩევს.
დღეს სწორედ, მორიგ ასეთ, წარმატებულ მაგალითზე გაიმბობთ. მეორე ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ხათუნა ხოშტარიამ და მარიკა აბულაძემ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობებით დატვირთული და სახალისო, ინტეგრირებული გაკვეთილი შესთავაზეს. მასწავლებლებმა ხელოვნება და სპორტი საინტერესოდ დაუკავშირეს ერთმანეთს და მოზარდების ჩართულობით შედეგსაც მიაღწიეს.
ინტეგრირებულმა გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი ახალი ინფორმაციაც მიაწოდა აუდიტორიას.
„წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ აქტიურ მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია