ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებლებმა სიგელები გადასცეს და არდადეგების მხიარულად გატარება უსურვეს
04-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლამ პირველკლასელები „გააცილა“ და მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სწავლის მაღალი ხარისხს რომ სთავაზობს, ამას პირველი კლასის მოსწავლეებიც ადასტურებენ. სკოლის I ა და I ბ  კლასების მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს სასწავლო პროგრამა. ისინი მრავალფეროვანი და მხიარული აქტივობებით დაემშვიდობენ საყვარელ სკოლას და მასწავლებლებს.

პატარებს დამრიგებლებმა წამახალისებელი სიგელები გადასცეს და არდადეგების მხიარულად გატარება უსურვეს.

პირველი კლასების დამრიგებლები არიან: მერი ყურშუბაძე და მანანა ფევაძე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203