დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიებები ჩატარდა
04-06-2021

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიებები ჩატარდა. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და ისინი სხვადასხვა აქტივობებში ჩართეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203