ჯგალის თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 20 კურსდამთავრებულს გამოემშვიდობა
04-06-2021

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 20 კურსდამთავრებულს გამოემშვიდობა, მათგან სამი ოქროსმედალოსანი იყო. დირექციამ ყველას წარმატებული მომავალი უსურვა.

 „კიდევ ერთი წარმატებული წელი დასრულდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის. არსებული სიტუაციის (პანდემია) გამო, რეგულაციების დაცვით და მოკრძალებულად გაიმართა  „ბოლო ზარი“.  იყო განშორების, სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები...

სკოლა დაემშვიდობა რიგით 82-ე გამოშვებას, 20  წარმატებულ ახალგაზრდას. მათგან სამი: ზარქუა მეგი, კვარაცხელია ლევანი, მიქავა ქეთევანი ოქროსმედალოსნები არიან. სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203