შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლექცია ჩაუტარა 
04-06-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლის 1-ელი-მე-2 კლასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მზისადარ ბოლქვაძემ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით საკლასო ღონისძიება ჩაატარა.

„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მზისადარ ბოლქვაძემ​ პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს მიაწოდა ამ დღის შესახებ ინფორმაცია და ბავშვები ჩართო სხვადასხვა აქტივობაში: უპასუხეს წერილობით კითხვას - თუ როგორ საქართველოში უნდათ ცხოვრება?, გააფერადეს მტრედის ნახატი და დახატეს საქართველოს დროშა. ღონისძიებაზე ერთად მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. გილოცავთ ყველას 26 მაისს! ეს დღე ჩვენია!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203