მთისძირის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ფლეშმობით აღნიშნეს
04-06-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ყოველთვის უერთდება და რა თქმა უნდა, არც პირველი ივნისი გამორჩენიათ.

ბავშვთა დაცვის დღე მთისძირის საჯარო სკოლაში ფლეშმობით აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და გასართობ აქტივობებთან ერთად, პოსტერებზე დატანილი საკუთარი გზავნილებიც გამოფინეს.

ბავშვთა დაცვის დღე მოსწავლეებისთვის სახალისო გამოდგა და სასიამოვნო მოგონებად ფოტოებზეც აღიბეჭდა.

მთისძირის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეებზე და არა მხოლოდ იცავენ ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს, არამდე, მათაც ასწავლიან, როგორ უნდა გახდნენ საზოგადოების ღირსეული წევრები. 

„ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ყოველთვის უნდა იყოს დაცული ბავშვის უფლებები“ - ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203