მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.უფროსკლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო პროგრამა, რომელიც მასწავლებელმა ლუსინე ასატრიანმა მოამზადა. ღონისძიებამ მოსწავლეთა დიდი ჩართულობით ჩაიარა. სკოლაში დაცული იყო ყველა არსებული რეგულაცია.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები: