„სწორი სვლა“ - პირველი მაისის საჯარო სკოლაში ჭადრაკის კონკურსი გაიმართა
04-06-2021

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ჭადრაკის კონკურსი „სწორი სვლა“ გაიმართა. 1 ივნისს მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ და პედაგოგებისგან რჩევა-დარიგებებიც მიიღეს.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დავაჯილდოვეთ ბავშვები სიგელებით და ვუსურვეთ, რომ ცხოვრებაშიც ეცადონ აკეთონ სწორი სვლები!

სკოლა უკვე მერამდენე წელია ჩართულია პროექტში „ჭადრაკი სკოლაში“... მე-2-მე-3 კლასელები ეზიარებიან საოცრად ლოგიკური თამაშის საიდუმლოებებს და ცდილობენ, მოყვარულის დონეზე მაინც ფლობდნენ ამ საინტერესო თამაშს.

კონკურსის მიზანი იყო - გამოგვევლინა მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტულ პოზიციებში მიიღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს!

ბუნებრივია, რომ მეტად იყოჩაღეს მესამეკლასელებმა (დამრიგებელი- დალი თევზაძე):

  1. გიორგი ლაშქარავა
  2. ანკა ბუკია
  3. რატი გაბრავა
  4. ნინი კვიკვინია

5, ალექსანდრე გაბისონია 

მეორეკლასელებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა გიორგი ჩოკორაიას... 

კონკურსის ორგანიზებაში დამეხმარნენ სპორტის მასწავლებელი მერაბი ქანდარია და დამრიგებლები - დალი თევზაძე და ლალი ფეტელავა 

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო სკოლის დირექტორი ქალბატონი ცისანა რატია“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203