ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაღის ფრინველები ბუნებაში შეისწავლეს
04-06-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება. საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ცდილობენ, მოსწავლეებს მარტივად შეასწავლონ მასალა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ბაღის ფრინველების შესახებ ცნობიერების ამაღლებოს მიზნით, სოფლის მიმდინარე ტერიტორიაზე გავიდნენ და გარემოში არსებული ფრინველები დაითვალეს.
აქტივობა საინტერესო და შემეცნებითი იყო ბავშვებისთვის.