„როგორი მინდა იყოს 1 ივნისი საქართველოში“ - ბათუმის N18 სკოლის მეხუთეკლასელებმა საინტერესო სურვილები გამოთქვეს
07-06-2021

ბათუმის N18 საჯარო სკოლის V კლასში თემაზე - „როგორი მინდა იყოს 1 ივნისი საქართველოში“ კლასის საათი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ირინა კაცაძე ხელმძღვანელობდა. 

მეხუთეკლასელები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და ძალიან საინტერესო სურვილები გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203