დაბა ლენტეხის N1 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ინგლისურენოვან პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-06-2021

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ინგლისურენოვან პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლა უკვე ორი წელია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ეკა ტვილდიანმა და მაია ლიპარტელიანმა განახორციელეს პროექტები - „Ecotourism in Lentekhi“ და „Why is the wather importent“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის VIII-XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ბრიტანეთის საბჭომ დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით. სკოლა მადლობას უხდის ბრიტანეთის საბჭოს გაწეული მუშაობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203