
თბილისის N103 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
IIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ეკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
„ვულოცავთ ყველა ბავშვს და ვუსურვებთ ბავშვობის ლაღად და ბედნიერად გატარებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები: