თბილისის N61 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
04-06-2021

თბილისის N61 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. სკოლის ეზოში გასართობი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, მოსწავლეები სამშენებლო კომპანიისგან დასაჩუქრდნენ.

„სამშენებლო კომპანია „York Towers • იორკ თაუერსმა“  ბავშვებს სამახსოვრო ვიდეო კლიპი დაუმზადა და მათ საშუალება მისცა, სარეკლამო კამპანიის ნაწილი გამხდარიყვნენ. კომპანიამ ბავშვებს საზეიმო ვითარებაში გადასცა საჩუქრები და თითოეულ მათგანთან სამახსოვრო ინტერვიუ ჩაწერა.  

აღნიშნულ ღონისძიებაში მე-3-ვ (დამრიგებელი-თათია ზუბიტაშვილი) და მე-3-ბ (დამრიგებელი-თეონა ჯალაღონია) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203