„ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ძვირფას დღეს“ - საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
1 ივნისს მხრიარული აქტივობები გაიმართა მოსწავლეების ჩარტულობით. ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო და მოსწავლეებში დიდი მხიარულება გამოიწვია. საბირქენდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე ქირია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
„ჩემს ყველა მოსწავლეს, ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ძვირფას დღეს, ისინი სინათლე არიან ჩემს ცხოვრებაში. სულისა და გულის თანაბარი ნაწილი, ჩემი მესაიდუმლე და ისე ვართ რომ ხშირად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთი მოსწავლეები - რომლებიც ეძებენ სინათლეს და მასწავლებელი, რომელიც უძღვის ამ სინათლისთვის მიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი სალომე ქირია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია