ბაზალეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის თემაზე შექმნილი ჩანახატები და ნახატები წარადგინეს
06-06-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ამავე სოფლის ბიბლიოთეკარის ხატია ტიელიძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის დადგომა აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს გაზაფხულის თემაზე შექმნილი ჩანახატები და ნახატები. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ხატიას და ჩვენს საამაყო მოსწავლეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203