ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
03-06-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

„უსაფრთხო სკოლის“ პროგრამის ფარგლებში ბოლაჯურის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ორგანიზებით, ჩატარდა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ხოლო შემაჯამებელი ღონიოსძიება სკოლის ეზოში გაიმართა.  

კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, უფროსკლასელებმა მოამზადეს ესეები თემაზე: „ერთობა“, „თავისუფლება“, ასევე  მოამზადეს კედლის გაზეთი, სადაც მოსწავლეების ნამუშევრები გამოქვეყნდა. უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, რომლებიც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა, ასევე მოსწავლეებმა შექმნეს „ერთობის ხე“. 

კვირეულის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლაჯურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტი სამცხე-ჯავახეთის განვითრების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203