„ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ - ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეებმა სასმელ წყალში ტუტიანობა და მჟავიანობა გაზომეს
03-06-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში პროექტი -„ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა PH-მზომი ხელსაწყოს საშუალებით სკოლის სასმელ წყალში ტუტიანობა და მჟავიანობა გაზომეს. კვლევამ აჩვენა, რომ სასმელი წყლის შემადგენლობა ნორმაშია.
პროექტი სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნანა გიორგობიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მსგავს აქტივობებში ხშირად ერთვებიან.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია