აბასთუმნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს რეგულაციების დაცვით აღნიშნეს
03-06-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა ყოველთვის უერთდება მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას და დასამახსოვრებელ აქტივობებსაც სთავაზობს მოსწავლეებს.

ამ მხრივ გამორჩეული იყო 1 ივნისიც. სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მოქმედი რეგულაციების დაცვით აღნიშნეს.

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში „მხიარული  სტარტები“ მოეწყო. მონაწილე გუნდების მოტივაცია მაღალი იყო, ბავშვებმა გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მომზადებაც გამოავლინეს.  

შეჯიბრმა კონკურენტულ გარემოში, საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203