„რაინდები შუა საუკუნეებში“ - წერაქვის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები განთავსდა
03-06-2021

„რაინდები შუა საუკუნეებში“ - ამ თემაზე ისტირიაში ინტეგრირებული გაკვეთილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში ჩატარდა. აქტივობას ნინო ხოსროშვილი და გია ბურნაძე ხელმძღვანელობდნენ.

პროექტში მეათე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. მათ შექმნეს არაერთი რესურსი, რომლებიც  სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განთავსდა. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია კი მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო იყო.

„მადლობას ვუხდით პროექტის ხელმძღვანელებს ქალბატონ  ნინო  ხოსროშვილს და ბატონ გია ბურნაძეს, ასევე  მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც შემოგვთავაზეს საინტერესო პროექტი“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203