ზინობიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
03-06-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
ჩატარდა ღონისძიებები: მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ფილაქანი, უმცროსკლასელებს დაურიგდათ გასაფერადებელი ნახატები, მათ დიდი ხალისით გააფერადეს საყვარელი მულტფილმის გმირები.
გარდა ამისა, სკოლის სპორტის მასწავლებლის, კახაბერ გიორგაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ მხიარულ სტარტებში და სხვა სპორტულ თამაშებში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია