„შენც ადექი და ხე დარგე“ - მთისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში კაკლის ხეები დარგეს
03-06-2021

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობს სხვადახვა ტიპის შემოქმედებით, სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროეტებში. ამჯერად კი სკოლაში ეკოლოგიური პროექტი ჩატარდა.

„ეკოლოგიური პროექტის - „შენც ადექი და ხე დარგე“ ფარგლებში მოსწავლეებს ვუჩვენეთ ანიმაციური ფილმი  „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. გაიმართა დისკუსია ფილმში დასმულ პრობლემებზე. ასევე დავრგეთ კაკლის ხეები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203