ხოჯორნის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ხუთი კურსდამთავრებულისთვის დაირეკა
03-06-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის სკოლას 5 კურსდამთავრებული ჰყავს. ბოლო ზარზე მათ გზა დაულოცეს სკოლის დირექტორმა, რიმა გარიბიანმა, დამრიგებელმა - ლევონ გარიბიანმა და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ლალი მარგიანმა კი, ტრადიციული საჩუქრების გარდა, სიურპრიზი მოუწყო ყველას და ბოლო ზარზე თეთრი წინსაფრით გამოცხადდა. ეს დღე ხოჯორნის კურსდამთავრებულებს არაასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203