ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლის, ანა ჯინჭარაძის ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის პედაგოგი ქეთევან დოლიძე დაჯილდოვდა
03-06-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა, სასკოლო პროცესისა და შიდა სასკოლო ღონისძიებების ნაყოფიერად წარმართვის გარდა, სხვადასხვა კონკურსებშიც აქტიურად არის ჩართული. სკოლა წარმატებული მოსწავლეებითაც გამორჩეულია და საამაყოც ბევრი აქვს.

ამჯერადაც, ერთ-ერთი აქტიური მოსწავლის წარმატების შესახებ გიყვებით. მე-10 კლასის  მოსწავლემ, ანა ჯინჭარაძე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“.

ანას აქტიური მონაწილეობისთვის სიგელით, პედაგოგი  ქეთევან დოლიძე  დაჯილდოვდა.

ქვენობნის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლის მიღწევით ამაყობს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
 
იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203