მსხალდიდის საჯარო სკოლაში 1 ივნისი სახალისო აქტივობებით აღინიშნა
03-06-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდის საჯარო სკოლაში ზაფხულის პირველი დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

„ზაფხულის პირველი დღე, 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღინიშნა სკოლაში. ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვებისათვის შრომა, ბავშვების ბედნიერი სახეები და მადლიერება ყველაზე დიდი სიმდიდრეა - აღნიშნეს მასწავლებლებმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203